---
title: "მუხლი 14. კერძო და ფასიანი საავტომობილო გზები — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კერძო და ფასიანი საავტომობილო გზები — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14

1. კერძო საავტომობილო გზის მოწყობა ნებადართულია.

2. სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის დაწესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა.

3. გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-1.md
