---
title: "მუხლი 15. საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/15"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/15

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესის და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად.

2. საუწყებო საავტომობილო გზით სარგებლობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეს გზა ეკუთვნის.

3. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/14-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/16.md
