---
title: "მუხლი 19. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/19"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/19

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საგზაო ორგანოებს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.

2. საგზაო ორგანოები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი თუ ამ შემთხვევის მიზეზი იყო ის, რომ საგზაო ორგანოებმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობანი. მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იმ საგზაო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელიც განაგებს საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთს.

4. საგზაო ორგანიზაციებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/20.md
