---
title: "მუხლი 23. საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/23"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/23

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები.

2. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც განკარგავენ მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საავტომობილო გზებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონონ გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.

3. საუწყებო საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკურ დახმარებას უწევენ ამ გზების მფლობელები. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54 საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/24.md
