---
title: "მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/26"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/26

საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280 საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/9 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/26-1.md
