---
title: "მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/28"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/28

2008 წლის 15 აგვისტომდე: ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის წესში სათანადო ცვლილებების შეტანა; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უზრუნველყოს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აფხაზეთის 2006 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისობა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონთან. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №68-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.90 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე 1994 წლის 11 ნოემბერი. ქ. თბილისი, №585

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/27.md
