---
title: "მუხლი 4. საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/4"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/4

1. საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

2. საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება: ა) საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის –თავისუფლების მოედანი; ბ) დასახლებების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისთვის − შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს ადმინისტრაციული შენობები, ფოსტა ან დასახლების ცენტრში განლაგებული სახელმწიფო, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები; გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა; დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/5.md
