---
title: "მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში — საავტომობილო გზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/6"
law: "საავტომობილო გზების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 28420"
adopted: "1994-11-11"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში — საავტომობილო გზების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო გზების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/6

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა  გამგებლობას მიეკუთვნება: ა) ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზება; გ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. II. საავტომობილო გზების მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28420-saavtomobilo-gzebis-shesakheb/7.md
