---
title: "მუხლი 10⁷. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10-7"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "10^7"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10⁷. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 10⁷ (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10-7

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

5. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/11.md
