---
title: "მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10

1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით.

2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობა რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10-1.md
