---
title: "მუხლი 14. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) განხორციელება — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/14"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) განხორციელება — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/14

1. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამები (პროექტები) შემუშავდება და სრულდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის (პროექტის) შესრულებისათვის პასუხისმგებელია მისი ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს პროგრამის (პროექტის) მონაწილეთა შორის გაანაწილოს ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14​ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/15.md
