---
title: "მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/15"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/15

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას.

2. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე, დაწესებულების საბიუჯეტო (ბაზურ) დაფინანსებასთან ერთად, ხორციელდება საგრანტო სისტემით. ექსპერტიზის საფუძველზე სამეცნიერო კვლევის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესითა და კონკურსით.

3. კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფს, დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/15-1.md
