---
title: "მუხლი 18. ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/18"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/18

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება, სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგები, მათ შორის წარმოების წესის საიდუმლოება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის (პირების) საკუთრების ობიექტებს წარმოადგენს და სახელმწიფო უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას.

2. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების შექმნასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/19.md
