---
title: "მუხლი 19. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/19"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/19

1. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო განახორციელებს დივერსიფიცირებულ პროგრამებს, ქმნის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებს, მონაწილეობს მონაცემთა საერთაშორისო ბანკებისა და საინფორმაციო ქსელის შექმნაში, იძლევა ამ ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გამოყენების უფლების გარანტიებს.

2. სათანადო საინფორმაციო სტრუქტურების ქსელის განვითარებით სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, დაცვასა და გავრცელებას.

3. საინფორმაციო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გავრცელების რეგლამენტირება ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/20.md
