---
title: "მუხლი 20. სახელმწიფო ექსპერტიზა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/20"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სახელმწიფო ექსპერტიზა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/20

1. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული უზრუნველყოფის და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევების და ნამუშევრების დონის, მშენებარე საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ნაწილის, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, სხვა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შესაფასებლად და მათი გამოყენებისას მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისათვის.

2. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციების თუ ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები სახელმწიფო ექსპერტიზაში მონაწილეობენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები; მისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაფინანსების საერთო დანახარჯებში, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტების ხარჯთაღრიცხვაში. თავი III. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/21.md
