---
title: "მუხლი 21. ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო ხელშეწყობა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/21"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო ხელშეწყობა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/21

1. სახელმწიფო ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქმიანობენ, აძლევს ინოვაციური საქმიანობის დაცვის გარანტიას, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.

2. სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო ამ ფონდების დებულებებს ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

3. (ამოღებულია - 22.06.2016, №5504).

4. (ამოღებულია).

5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355 საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5504 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7000-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. კარი III. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/22.md
