---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულებანი საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის სფეროში — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/22"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულებანი საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის სფეროში — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/22

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების მოსაზიდად და მის გამოსაყენებლად გამიზნული კაპიტალის იმპორტისათვის სახელმწიფო ქმნის ხელშემწყობ სამართლებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მხარს უჭერს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის თანასწორუფლებიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ურთიერთობის დამყარებას.

2. სახელმწიფო, ცალკეულ შემთხვევაში, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შეღავათიან დაკრედიტებასა და მიზნობრივი დოტაციების მეშვეობით მის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/23.md
