---
title: "მუხლი 7. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანებების ურთიერთობა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/7"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანებების ურთიერთობა — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/7

1. სახელმწიფო ქმნის სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობისათვის ხელშემწყობ პირობებს და მოიზიდავს მათ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ძირითად გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და შესასრულებლად.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების), სამეცნიერო გამოკვლევევებისა და დამუშავების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევენ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიათა და პროდუქციის ახალ სახეობათა უსაფრთხოების, ეკოლოგიური სისუფთავის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/8.md
