---
title: "მუხლი 8. მეცნიერის გარანტიები — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/8"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მეცნიერის გარანტიები — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/8

1. მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; ბ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში; გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება; დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდება (დებულება).

4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/9.md
