---
title: "მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/9"
law: "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 28426"
adopted: "1994-11-22"
consolidated_as_of: "2026-02-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი — მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-02-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-02-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/9

1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.

2. მეცნიერი ვალდებულია: ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში; გ 1 ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი; დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28426-metsnierebis-teknologiebisa-da-mati-ganvitarebis-shesakheb/10.md
