---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28456-narchenebis-importis-eksportis-da-tranzitis-shesakheb/1"
law: "ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ"
article: "1"
identifier: "631"
adopted: "1995-02-08"
consolidated_as_of: "2017-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება — ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

> Text consolidated as of 2017-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2017-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28456-narchenebis-importis-eksportis-da-tranzitis-shesakheb/1

1. ბაზელის კონვენცია – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“.

2. ნარჩენი – ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი.

3. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა – ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი.

4. ნარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.

5. ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.

6. ნარჩე ნების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღ ვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორ ტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტო რი ის გავლით.

7. განთავსება – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

8. აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

9. შუალედური აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული R12 და R13 ოპერაციები.

10. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

11. ნარჩენების ნუსხა – „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა.

12. ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1660 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/28456-narchenebis-importis-eksportis-da-tranzitis-shesakheb/2.md
