---
title: "მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/3"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "3"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/3

1. საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.

2. საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია: ა) გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი; ბ) გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება; გ) უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა; დ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ორიენტირებული იყოს მდგრადი მობილობის პრინციპზე. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24 საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/4.md
