---
title: "მუხლი 5⁷. საქმიანობის შემოწმება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/5-7"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "5^7"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5⁷. საქმიანობის შემოწმება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 5⁷ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/5-7

1. ამ კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის ნებართვის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. ამ მოთხოვნის დაცვას ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში აკონტროლებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, ხოლო იმავე პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი და სააგენტო, თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საბაჟო კონტროლის ზონებში ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის შემთხვევაში სანებართვო მოწმობისა და მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2541 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/5-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/5-8.md
