---
title: "მუხლი 6². ავტოსადგურის სერტიფიცირება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/6-2"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "6^2"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6². ავტოსადგურის სერტიფიცირება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 6² (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/6-2

1. ავტოსადგური ექვემდებარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებას.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიცირებული ავტოსადგური სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებული კლასის მიხედვით რეგისტრირდება სააგენტოს სათანადო რეესტრში.

3. ავტოსადგურის სერტიფიცირების წესი, ვადა და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ვადა და ყოველი ასეთი პირობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/7.md
