---
title: "მუხლი 8⁴. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-4"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "8^4"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8⁴. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 8⁴ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-4

1. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლებასა და პერიოდულ გადამზადებას ახორციელებენ საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი) და სააგენტო.

2. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირებს საწყის კვალიფიკაციას ანიჭებს სააგენტო.

3. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

4. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

5. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და  საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის, ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღებისთვის საჭირო კვალიფიკაციის) და პერიოდული გადამზადების სასწავლო პროგრამებს (მათ შორის, იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება ეს პროგრამები), აგრეთვე ტესტირების ჩატარებისა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და ბარათის/მოწმობის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს სააგენტო. აღნიშნული პროგრამებითა და წესებით ხელმძღვანელობს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სასწავლო ცენტრი. საქართველოს 2022 წლის 7 ივნისის კანონი №1616 – ვებგვერდი, 21.06.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-5.md
