---
title: "მუხლი 8⁷. საკონტროლო შესყიდვა — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-7"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "8^7"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8⁷. საკონტროლო შესყიდვა — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 8⁷ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-7

1. სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურა.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს ამ პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები . საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/9.md
