---
title: "მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/9"
law: "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"
article: "9"
identifier: "700"
adopted: "1995-04-04"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/9

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ეძლევა პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები და მისი შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002- პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24 საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონი №1151- პარლამენტის უწყებანი №47-48, 31.12.1997წ., გვ.161 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.98 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3362 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.239 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3069 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/8-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28510-saavtomobilo-transportis-shesakheb/9-1.md
