---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/2"
law: "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 28768"
adopted: "2004-12-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, მუხლი 2 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგადასახადო ვალდებულება – სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას; ბ) დაფარული ქონება (შემოსავალი) – ქონება (შემოსავალი), რომელიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.

10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 160 1 , 160 2 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 163 1 , 164-ე, 165-ე, 165 1 , 165 3 , 165 4 , 165 5 , 165 6 , 166-ე, 166 1 , 167-ე, 169 3 , 169 6 , 169 7 , 171 1 , 172-ე,  173-ე, 173 1 , 173 2 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად; გ) ინვესტიცია – „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ფასეულობა ან უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/3.md
