---
title: "მუხლი 3. ამნისტიის მოქმედების წესი — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/3"
law: "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 28768"
adopted: "2004-12-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ამნისტიის მოქმედების წესი — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, მუხლი 3 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/3

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე: ა) შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოში იმ პირ-თა მიმართ აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში განუხილველი საქმეები, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე,    194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.

10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 160 1 , 160 2 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 163 1 , 164-ე, 165-ე, 165 1 , 165 3 , 165 4 , 165 5 , 165 6 , 166-ე, 166 1 , 167-ე, 169 3 , 169 6 , 169 7 , 171 1 , 172-ე, 173-ე, 173 1 , 173 2 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები; ბ) გათავისუფლდნენ სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინეს 2004 წლის 1 იანვრამდე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ძირითადი ან დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/4.md
