---
title: "მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/6"
law: "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 28768"
adopted: "2004-12-24"
text_version: "as-enacted"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი — ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

> Text as-enacted text (the original version). Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, მუხლი 6 (as-enacted text (the original version)), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/6

1. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში გაანადგურონ ან დეკლარანტს უკან დაუბრუნონ ამავე პირთა მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი და შესაბამის დაწესებულებებში არსებული (შენახული) მათივე დეკლარაციები და შემოწმების გენერალური გეგმა. დეკლარანტს ასევე უფლება აქვს გაანადგუროს მის ხელთ არსებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28768-amnistiisa-da-aradeklarirebuli-sagadasakhado-valdebulebebisa-da-konebi/7.md
