---
title: "მუხლი 101. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/101"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "101"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 101 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/101

1. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.

2. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება.

3. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებმა უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

4. 2016 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უზრუნველყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ადვოკატის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმის დამტკიცება.
თავი XVI
დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/102.md
