---
title: "მუხლი 12. არასრულწლოვნის ნასამართლობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/12"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "12"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. არასრულწლოვნის ნასამართლობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/12

1. არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/13.md
