---
title: "მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/15"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "15"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/15

1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის XIX
,
XX
და
XXII თავებითა
და
144
1
−144
3
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე.
#
1
1
. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით:
ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით;
ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში;
გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით;
დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
კარი II
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი
და ამ პროცესის მონაწილე პირები
თავი III
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი
პირების სპეციალიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/16.md
