---
title: "მუხლი 20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/20"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "20"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/20

1. არასრულწლოვნის საქმეს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი, რომელიც ვალდებულია კანონით გათვალისწინებულ სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მისი სპეციალიზაციის დამადასტურებელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი.

2. იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანს პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/21.md
