---
title: "მუხლი 24. არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/24"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "24"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/24

არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება:
ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ;
ბ) სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ;
დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/25.md
