---
title: "მუხლი 26. არასრულწლოვანების დადგენა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/26"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "26"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. არასრულწლოვანების დადგენა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/26

1. თუ პირის სრულწლოვანების საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება არსებობს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ გამოაქვს დადგენილება/განჩინება არასრულწლოვანების დადგენის შესახებ.
#
2. პირის ასაკი დგინდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მტკიცებულების, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტის, სამედიცინო ან სოციალური შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნის, მშობლისაგან ან სხვა პირისაგან მიღებული ცნობის ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

3. თუ გაირკვა, რომ პირი არასრულწლოვანია, მაგრამ მისი სავარაუდო ან ზუსტი ასაკი ვერ დადგინდა, ივარაუდება, რომ პირს არ შესრულებია 14 წელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ხოლო 16 წელი − ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება.

4. თუ არასრულწლოვნის სავარაუდო ასაკი დადგინდა, სისხლისსამართლებრივი /ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება მისი სავარაუდო ასაკის მინიმალური ზღვარი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/27.md
