---
title: "მუხლი 28. არასრულწლოვნის დაცვა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/28"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "28"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. არასრულწლოვნის დაცვა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 28 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/28

1. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი.

2. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს ადვოკატი არ ჰყავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი დაუყოვნებლივ მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს მისთვის ადვოკატის დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/29.md
