---
title: "მუხლი 32. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის ცალკე გამოყოფა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/32"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "32"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ერთობლივი საქმიდან არასრულწლოვნის საქმის ცალკე გამოყოფა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 32 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/32

1. თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც სრულწლოვანიც იმხილება, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის სრულწლოვნისაგან განცალკევებით გასამართლდება, თუ ამით საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება.

2. არასრულწლოვანი სარგებლობს ამ კოდექსით დადგენილი გარანტიებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/33.md
