---
title: "მუხლი 40. განრიდების გამოყენების წინაპირობები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/40"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "40"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. განრიდების გამოყენების წინაპირობები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/40

განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
ა) არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა;
ბ) არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის;
გ) არასრულწლოვანი განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა;
დ) არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს;
ე) პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს;
ვ) არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/41.md
