---
title: "მუხლი 41. არასრულწლოვნის გარანტიები განრიდების დროს — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/41"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "41"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. არასრულწლოვნის გარანტიები განრიდების დროს — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/41

1. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და ადვოკატს უნდა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია განრიდების არსის, გამოყენების წესის, ხანგრძლივობის, შესაძლო პირობების და განრიდების ღონისძიებების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

2. არასრულწლოვანს ზეპირად და წერილობით განემარტება, რომ განრიდებაზე თანხმობა ნებაყოფლობითია და მას უფლება აქვს, ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას განრიდებაზე.

3. განრიდების პროცესში არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის აღიარება და მის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება სასამართლოში მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/42.md
