---
title: "მუხლი 45. არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/45"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "45"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/45

1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს:
ა) განსაზღვრული ადგილის ან/და პირის/პირების მონახულება;
ბ) ბინადრობის ადგილის შეცვლა;
გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა;
დ) ნებართვის გარეშე ქვეყნის ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დატოვება;
ე) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს:
ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება;
ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება;
გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა;
დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება;
ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს უზრუნველყოფს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/46.md
