---
title: "მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/48"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "48"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/48

1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას.

2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება.
თავი VII
არასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა
#

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/49.md
