---
title: "მუხლი 55. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში სამართლიანი და სწრაფი განხილვის უფლება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/55"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "55"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში სამართლიანი და სწრაფი განხილვის უფლება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 55 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/55

1. დანაშაულის 1 შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე არასრულწლოვანი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არაუმეტეს 6 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო ახალი ბრალდება არ წაუყენებიათ.

2. არასრულწლოვნის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს ზეპირი მოსმენით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.

3. არასრულწლოვნის საქმეზე საკასაციო სასამართლოს სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში. საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაქვს საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 3 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/56.md
