---
title: "მუხლი 56. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/56"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "56"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/56

1. არასრულწლოვნის საქმის განხილვაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით სასამართლო:
ა) უზრუნველყოფს, რომ საქმის სასამართლოში განხილვა არასრულწლოვნის აღქმისა და გაგების უნარების შესაბამისად მიმდინარეობდეს;
ბ) სხდომებს შორის გონივრული ინტერვალით აცხადებს შესვენებას არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

2. დაუშვებელია არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა მის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის გადადება საქმის გონივრულ ვადაში განხილვას შეუძლებელს გახდის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/57.md
