---
title: "მუხლი 59. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/59"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "59"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/59

1. არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის
,
273-ე მუხლის პირველი ნაწილის
,
274-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

2. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და
273-ე
და
274-ე მუხლების
სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები.

2¹. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება.

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
თავი IX
აღკვეთის ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/60.md
