---
title: "მუხლი 60. აღკვეთის ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/60"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "60"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. აღკვეთის ღონისძიებები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 60 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/60

1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო, პატიმრობა.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/61.md
