---
title: "მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/67"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "67"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/67

1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად.

3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა.

4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/68.md
