---
title: "მუხლი 73. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/73"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "73"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 73 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/73

1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

2. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

3. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები გამოიყენება ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მიუხედავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/73-1.md
