---
title: "მუხლი 78. არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის, დაკისრებული მოვალეობის შეცვლის გასაჩივრება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/78"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "78"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის, დაკისრებული მოვალეობის შეცვლის გასაჩივრება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/78

არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, სააპელაციო წესით გაასაჩივროს არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. აღნიშნულ შემთხვევებში გამოიყენება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXV თავის
შესაბამისი დებულებები, არასრულწლოვნის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების გათვალისწინებით.
კარი VII
არასრულწლოვანთა პატიმრობა, არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნებზე ზრუნვა
თავი XIII
არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებებში ყოფნის პირობები
#

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/79.md
