---
title: "მუხლი 79. არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/79"
law: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"
article: "79"
identifier: "3708-IIს"
adopted: "2015-06-12"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. არასრულწლოვანთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსება — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/79

1. არასრულწლოვანი ბრალდებული, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული, თავსდება პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა, − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომსახურება, სადაც მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, უნდა აკმაყოფილებდეს მისი ჯანმრთელობის დაცვის და ღირსების პატივისცემის მოთხოვნებს.

2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი (პედიატრი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და სხვა).

3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2877281-arasrulwlovanta-martlmsajulebis-kodeksi/79-1.md
